ბოტანიკური ბაღის გვერდით საცხოვრებელი კორპუსი აშენების იდეა საკრებულომ მოიწონა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, შესაძლებელია, საცხოვრებელი კორპუსი აშენდეს. მშენებლობის ნებართვის წერილი ქალაქის საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე განიხილეს. საკითხს მხარი დამსწრე დეპუტატობიდან მხოლოდ ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ქოჩუამ არ დაუჭირა. როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი, ქალაქის მერიაში შესაბამისი წერილი აღნიშნული საკარმიდამო ნაკვეთის მესაკუთრეებმა შეიტანეს. ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ქოჩუას თქმით, ის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის აშენებას მხარს არ დაუჭერს, „რადგან ზუგდიდელებისთვის ბოტანიკური ბაღი სათუთი თემაა“. „ვთვლი, რომ სანამ მსგავს გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამასთან დაკავშირებით აზრი მოსახლეობას და არასამთავრობოებს უნდა ვკითხოთ“, - აღნიშნა დეპუტატმა. ქოჩუას თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ მიწის ნაკვეთის მეპატრონეებმა, მშენებლობის დაწყებამდე ძეგლთა დაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ. საცხოვრებელი კორპუსის მაკეტი დღევანდელ სხდომაზე არქიტექტორმა ლევან სოლოღაშვილმა წარმოადგინა. „ბოტანიკური ბაღის მიდებარე ტერიტორია ცოტა სენსიტიური თემაა ქალაქისთვის, თუმცა ისტორიულადაც ეს ადგილი განაშენიანებული იყო მცირე საცხოვრებელი სახლებით და დიდად სტატუსს არც ვუცვლით. ვითხოვთ ამ ადგილს მიენიჭოს საცხოვრებელი ზონა 5-ის სტატუსი. მე, როგორც არქიტექტორი, ჩემს თავს იმ შეზღუდვას წავუყენებდი, რომ არ წავსულიყავი სიმაღლეში, ხუთ სართულზე მეტი განაშენიანება მაგ კორპუსს არ მოუხდება“, - თქვა სოლოღაშვილმა. ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე ამჟამად ორსართულიანი კერძო სახლები დგას. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მუნიციპალური განვითარების ფონდის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის ბოტანიკური ბაღის იშვიათ და გადაშენებად მცენარეთა სა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბოტანიკური ბაღის 3 უხუცესი თანამშრომელი
TV IMEDI
ფესტივალი „მწვანე საღამოები“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მცენარეები ბოტანიკური ბაღის ორანჟერეადან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შემთხვევა ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დადიანების სასახლის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია 12 მილიონი...
TV IMEDI
#ახალიდღე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დასრულებული...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster