ჩორჩანაში მოწყობილ პოლიციის საგუშაგოსთან დაკავშირებით, დღეს შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, თუმცა მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაგრძელდება - ასეთი შედეგით დასრულდა დღის მეორე ნახევარში გამართული შეხვედრა, რომელსაც თბილისიდან ჩასულ დელეგაციასთან და დე ფაქტო რეჟიმთან ერთად, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი და ეუთო-ს წარმომადგენელიც ესწრებოდნენ.
არაღიარებული რეჟიმი პოზიციას არ ცვლის, ჩორჩანაში განთავსებული ქართული საპოლიციო ბლოკ-პოსტის აღებას ითხოვს და საპასუხოდ, სოფლის მოსაზღვრე ოკუპირებულ წნელისში ე.წ. პოლიციის საგუშაგოს მოწყობას თავადაც აანონსებს. ქართული ბლოკ-პოსტის ასაღებად დე ფაქტო რეჟიმს ოფიციალური თბილისისთვის დრო დილის ექვს საათამდე ჰქონდა მიცემული.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ოფიციალური თბილისი პოზიციების შეუთანხმებლობას ადასტურებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ყველა მხარე სიტუაციის დასტაბილურების აუცილებლობაზე თანხმდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.