კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის 2022 წლის სეზონის გახსნა - Zoom-კონფერენცია

25.02.2022 02:01:10

ამონარიდი მისასალმებელი სიტყვიდან: "მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო! წარმოგიდგენთ მოკლე პრეზენტაციას „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც ვიზუალურ შთაბეჭდილებას შეგიქმნით იმ პროგრამის შესახებ, რომელსაც თქვენ გაეცნობით მთელი წლის მანძილზე. თბილისის ჯგუფში გაერთიანებულნი არიან დედაქალაქის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის — სტუდენტები, მაგისტრანტები, დოქტორანტები, ასევე — თბილისის მოსწავლე ახალგზრდობის სასახლის წარმომადგენლები. #სახალხოუნივერსიტეტი2022 - ის მუშაობაში ჩართულნი არიან რეგიონებიც, კერძოდ: ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი, ქუთაისის რეგიონალური ინიციატივების ცენტრი, გორის სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი, კახეთის სოფლები — ახალსოფელი და ნუკრიანი. სასიამოვნოა, რომ წელს შემოგვემატნენ მსმენელები სვანეთის სოფელ ხაიშიდან, მარნეულის მეორე საჯარო სკოლიდან და ახალგაზრდები გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთიდან. გვიხარია, რომ ჩვენს მუშაობაში წელსაც ჩაერთვებიან ყვარლის მუნიციპალიტეტის დაღესტნელებით დასახლებულ სოფლ ჩანტლისყურეში მცხოვრები ახალგაზრდები. გვინდა განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით მოვიხსენიოთ ჩვენი ემიგრაციის წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ავსტრიიდან, ირლანდიიდან. მათ გამოთქვეს სურვილი, შემოერთებოდნენ ჩვენს კურსს და მიეღოთ მათთვის საჭირო ცოდნა და ინფორმაცია კავკასიის ხალხთა ისტორიის, ეკონომიკის, კულტურის, ასევე რეგიონში უახლოეს პერიოდში განვითარებული და დღეს მიმდინარე მეტად რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შესახებ."

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის II რეგიონალური სტუდენტური კონფერენცია
05:48:09

კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის II რეგიონალური სტუდე...

Caucasian House

გაცნობითი ტრეინინგ-სემინარი \"კავკასიური სახლის\" სახალხო უნივერსიტეტის მსმენელთათვის - 2022
01:51:17

გაცნობითი ტრეინინგ-სემინარი "კავკასიური სახლის" სახალხო უნივ...

Caucasian House

კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო
01:38:11

კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გა...

Caucasian House

წერეთლის უნივერსტეტში \"კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის\" პრეზენტაცია გაიმართა /MTAVARI/
01:41

წერეთლის უნივერსტეტში "კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტ...

Mega TV - ტელეკომპანია მეგა

ექსკურსია საკრავების მუზეუმში კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის მსმენელებისათვის, ნაწილი I
35:28

ექსკურსია საკრავების მუზეუმში კავკასიური სახლის სახალხო უნივ...

საკრავების მუზეუმი • Museum of instruments

ექსკურსია საკრავების მუზეუმში კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის მსმენელებისათვის, ნაწილი III
14:40

ექსკურსია საკრავების მუზეუმში კავკასიური სახლის სახალხო უნივ...

საკრავების მუზეუმი • Museum of instruments

№ 2  შეიმეცნე შენი სამშობლო -   საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
04:45:25

№ 2 შეიმეცნე შენი სამშობლო - საერთაშორისო სამეცნიერო კონფ...

Discover your homeland - შეიმეცნე შენი სამშობლო

სირიის კონფლიქტი და კავკასია დასავლური ანალიტიკური მედიის თვალსაზრისით. ლევან ლორთქიფანიძე
02:05:29

სირიის კონფლიქტი და კავკასია დასავლური ანალიტიკური მედიის თვ...

Caucasian House

ყველა ვიდეო