„კოვიდ 19“-ის გავრცელება მსოფლიოში

26.03.2020 04:56

დაღუპულთა და ინფიცირებულთა სტატისტიკის მცირედი კლებაა იტალიასა და ესპანეთში. ქვეყნებში, სადაც ჩინეთის შემდეგ „კოვიდ 19“-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, საკარანტინე შეზღუდვები ყოველ საათში მკაცრდება.

ციფრები მზარდია გერმანიასა და საფრანგეთშიც. მონაცემები საგანგაშოა აშშ-დანაც, რომელიც დაავადების გავრცელების კიდევ ერთი ეპიცენტრი შეიძლება გახდეს. სახლებში დარჩენით დროის მოგება და კორონავირუსის მასობრივი გავრცელების შეჩერება - ასეთია დღევანდელ სიტუაციაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი გზავნილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine