რუსეთის გზა - სპეციალური რეპორტაჟი

09/01/2023

https://mtisambebi.ge/ - გზას, რომელიც რუსეთს თბილისის აღებას ისე უადვილებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, შესაძლოა, სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებაც კი ვერ მოასწროს, სესხად აღებული დაახლოებით 1 მილიარდი დოლარით ჩვენვე ვაშენებთ. ეს გზა რუსეთის მოსამარაგებლად ერთ-ერთი მთავარი გამტარი გახდა უკრაინაში ომის დაწყებისა და სანქცირების შემდეგ. საქართველოს მთავრობა ოკუპანტი ქვეყნისკენ მიმავალი მაგისტრალის მშენებლობას ჩქარობს და ამას ეკონომიკური ინტერესებით ხსნის. თუმცა, ხელისუფლება ასაიდუმლოებს დოკუმენტს, სადაც უნდა ეწეროს, რა სარგებელი მოაქვს პროექტს ქვეყნისთვის. სინამდვილეში, სატრანზიტო გადასახადი, ტრაილერებისგან მოყენებული ზიანის მხოლოდ 65 %-ს ფარავს. გზის მშენებლობას უკვე შეეწირა ხადის უნიკალური ხეობა და დაბა ფასანაურის არსებობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან