№7 თავისუფალი ტრიბუნა. ირაკლი ჯორჯაძე - ქვეყნისთვის გამოსავალი ნეიტრალიტეტშია!

08/07/2021

00:07 დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს შეიარაღებულ ძალთა თადარიგის მაიორი, აფხაზეთის ომის ვეტერანი ბ-ნი ირაკლი ჯორჯაძე.
03:19 90-იანი წლების მოვლენები კანონიერი, ეროვნული ხელისუფლების ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს.
06:01 პირდაპირი თვალსაზრისით რუსეთის ხელით მოხდა საქართველოს ამ რეგიონების ოკუპაცია, ანექსია და შემდგომ მოწყვეტა ჩვენი ერთიანი ტერიტორიული და ეროვნული სივრციდან, თუმცა მიზეზები მაინც სხვა იყო.
07:16 ეს კონფლიქტი სპეციალურად მოწყობილი იყო, წინასწარ დაგეგმილი, თუმცა ჩვენი მხარეც იყო ამაში ჩართული... თვითონ ფაქტები ამაზე მეტყველებს.
07:44 წარმოვიდგინოთ ისეთი საქართველო ეს კონფლიქტები რომ არ ყოფილიყო.
08:43 ჩვენ შევძელით საკუთარი ბედის განკარგვა, მაგრამ ეს ეტყობა არც რუსეთს აწყობდა და არც დასავლეთს.
13:01 რომ არა ეს გეოპოლიტიკური საკითხები, საქართველო შეძლებდა თავის თავის შენახვას, გადარჩენას, მაგრამ ვერ გავექცეოდით ამ მდგომარეობას, რომელშიც აღმოვჩნდით.
13:25 სახელმწიფო როცა ყალიბდება, მისი ერთერთი ნიშანი ჩამოყალიბების ეს სამხედრო დოქტრინის შედგენაა! ამ დროს ათვლის წერტილები იწყება მისი მოწინააღმდეგის, ესე განიხილება: ვინ არის საქართველოს მტერი? - ყველა მეზობელი ვინც ჩვენ გვესაზღვრება.
14:18 ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ ჩვენ არანაირი სამხედრო პოტენცია არ გაგვაჩნია არც რუსეთის და არც თურქეთის წინააღმდეგ.
14:55 საფრთხე რეალურია, ფაქტიურად ალყაში ვართ.
15:30 ერთადერთი გამოსავალი ნეიტრალიტეტია! რომ არა ნეიტრალიტეტი, საქართველოში მუდმივად იქნება პრობლემა ან დასავლეთისკენ, ან ჩრდილოეთისკენ. საქართველო მუდმივად იქნება ,,საჯილდაო ქვა'' ამ ორ მძლავრ ძალას შორის.
18:30 რატომ იყო ავღანეთი სტრატეგიულად საინტერესო?
18:30 ამერიკა საქართველოს გულისთვის რუსეთს ომს არ დაუწყებს. ჯერ კიდევ მაშინ თვითონ ამერიკელებიც არ გვირჩევდნენ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას.
24:02 შავ ზღას ყირიმის ოკუპაციის შემდეგ აკონტროლებს თავიდან ბოლომდე რუსეთი. რა შანსი რჩება საქართველოს ,,ნატოზე'' იყოს დამოკიდებული მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით?
30:50 ბ-ნი ირაკლი გახლავთ ქართველი მწერლის ბ-ნი აკაკი ჯორჯაძის ვაჟი. ძნელია ბ-ნი აკაკის შვილობა?
38:16 საქართველოს გამოხსნის გზა ის არის, რომ ქართველმა გააცნობიეროს პარტია აღარ არსებობს, ეს არის მედლის ორი მხარე, რომელიც ერთნაირია. პარტია არის სამშობლო, ხვალინდელი დღე, მომავალი.
39:20 აღმოჩნდა, რომ რასაც ბ-ნი აკაკი საუბრობს, რეალურად ესე ყოფილა! არ იქნებოდა ბ-ნი აკაკი , იქნებოდა სხვა პიროვნება. ,,ამ აზროვნებით, ამ გზით, კაცობრიობის დაღუპვა გადაწყვეტილია! დამღუპველი პიროვნებები, ერები შერჩეულია!''
44:02 რეალურად ფსკერზე ვართ, რეალურადაა ქვეყანა გადასარჩენი! გამოვიწეროთ ჩვენი არხი ისევ იმისთვის, რომ ეს სიტყვა მოგაწოდოთ, ვიმსჯელოთ, განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობა ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. გადარჩენის შანსი არსებობს...

განვაგრძობთ გადაცემათა ციკლს „თავისუფალი ტრიბუნა“.

რედაქცია ხელმძღვანელობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპით, ამასთან კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქსენოფობიის და ძალმომრეობის ყოველგვარ გამოვლინებას. რესპოდენტთა აზრი ყოველთვის არ ემთხვევა რედაქციის აზრს.

ვიდეო გადაღებულია და ჩაწერილია 2021 წლის, 31 ივლისს, რომელსაც დღეს გთავაზობთ.

ქვეყნისთვის გამოსავალი ნეიტრალიტეტშია!

ვიდეო ჩანაწერი მეშვიდე.

გადაცემის სტუმარია საქართველოს შეიარაღებულ ძალთა თადარიგის მაიორი: ირაკლი ჯორჯაძე.

წამყვანი: პოლიტოლოგი, ზურაბ ქელეხსაშვილი.

(გაგრძელება იქნება)