შეხვედრა შრომის ინსპექციაში
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო დეპარტამენტის გაფიცული თანამშრომლების ნაწილი დღეს შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა გაფიცულების მიმართ ოქტომბრის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის ოპერის და ბალეტის თეატრის დავალიანების საკითხი იყო, რომლის დარიცხვასაც ისინი თვეზე მეტია ელოდებიან. თანამშრომლები პროცესის გაჭიანურებას მათ საპროტესტო გამოსვლებს უკავშირებენ და დამსაქმებელთან მედიაციაში დახმარებას შრომის ინსპექციას სთხოვენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ განმარტეს, შრომის ინსპექცია მზადაა შრომითი პირობების შესასწავლად ოპერისა და ბალეტის თეატრში ინსპექტირება შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარონ, ასევე მედიაცია განახორციელოს ზეგანაკვეთურ დავალიანებებთან დაკავშირებით მათსა და დამსაქმებელს შორი. ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო დეპარტამენტის თანამშრომლების ნაწილის გაფიცვიდან 27 დღე გავიდა. ისინი ხელფასების 100%-იან მატებასა და ორი გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ითხოვენ. ოპერისა და ბალეტის თეატრში კი აცხადებენ, რომ თანამშრომლებს ხელფასები პირველი იანვრიდან 35%-დან 40%-მდე გაეზრდებათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა ღამის კლუბების უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლის...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
პირველი არხის მოპოვებული მთავარი დოკუმენტი / „მოამბე“ - რეგი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა შრომის უსაფრთხოების საკითხებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა შრომის უსაფრთხოების საკითხებზე
ტელეკომპანია თანამგზავრი
შეხვედრა შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმებთან დაკა...
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
ირაკლი კობახიძისა კახა კალაძის სამუშაო შეხვედრა შრომის უსაფრ...
Parliament of Georgia
მსჯელობა შრომითი უფლებების შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შრომის უსაფრთხოება - შეხვედრა დამსაქმებლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster