მოლდოვაში რუსული ვაქცინა დაამტკიცეს
მოლდოვის წამლის სააგენტომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ ხუთი“ დაამტკიცა. მანამდე კი, ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ, მოსკოვთან დაახლოებულმა მისმა წინამორბედმა, იგორ დოდონმა ქვეყანაში რუსული ვაქცინის გამოყენების დაბლოკვაში დაადანაშაულა. ეს ბრალდება სანდუს ოფისმა უარყო. მოლდოვაში ახლა უკვე „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“, ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან ერთად, გადაუდებელი გამოყენებისთვის რუსული ვაქცინაც დარეგისტრირებულია. მოლდოვა და მეზობელი უკრაინა მდიდარ ევროპულ ქვეყნებს კორონავირუსის ვაქცინების უზრუნველყოფის მხრივ ჩამორჩნენ. დოდონმა და რუსეთის პირდაპირი ინვესტირების ფონდმა განაცხადეს, რომ რუსეთის ჩათვლით, მოლდოვა 38-ე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული წარმოშობის ვაქცინაა დამტკიცებული. აღსანიშნავია, რომ რუსული ვაქცინის სტატუსის საკითხი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ჯერ კიდევ განხილვაშია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მოლდოვაში დნესტრისპირეთიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის გას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლდოვა რუსულ პროპაგანდას ებრძვის
ამერიკის ხმა
კრემლის მიზნები მოლდოვაში - ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრ...
ამერიკის ხმა
„გაზპრომის“ მუქარა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის გზავნილები - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლდოვამ რუსული სატელევიზიო არხები დაბლოკა
TV Pirveli
მოლდოვა გაზის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რას შესთავაზებს ალიანსი კრემლის საფრთხით შეშფოთებულ პარტნიორ...
ამერიკის ხმა