ლუგარის ლაბორატორია და კრემლის პროპაგანდა


პარალელურად რუსეთი საქართველოში მოქმედი ლუგარის სახელობის კვლევითი ლაბორატორიის დისკრედიტაციას განაგრძობს.

პროპაგანდისტულ კამპანიაში ამჯერად უკვე სახელმწიფო უწყებები ერთვებიან. რიტორიკა იგივეა: რუსი მაღალჩინოსნების მტკიცებით, თბილისში მდებარე ცენტრი ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად და სხვადასხვა ვირუსის გასავრცლებლად, ასევე ადამიანებზე ცდების ჩასატარებლად გამოიყენება. მოსკოვი არგუმენტად საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს ასახელებს, რასაც სიცრუეს და პოლიტიკურ სპეკულაციებს უწოდებს ქართული მხარე.

ლუგარის სახელობის ცენტრი თბილისში 2013 წლიდან ამოქმედდა, მისი მთავარი მიზანი ინფექციური დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და გამომწვევი მიზეზების დადგენაა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან