ნინო კასრაძის საუბრები ესმა ონიანზე ზუგდიდში
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მსახიობმა ნინო კასრაძემ ქართველი მხატვრისა და პოეტის ესმა ონიანის წიგნი „ისევ მე ვარ?! ისევ მოვსულვარ!“ წარადგინა. მან ავტორზე ისაუბრა და მისი ლექსები წაიკითხა. კასრაძის თქმით, დღევანდელი საღამოს მიზანია, პასუხი გაეცეს კითხვას, თუ რატომ არ იცნობს საზოგადოება ისეთ დიდ მწერალს, როგორიც ონიანია. მისი აზრით პოეტის შემოქმედება არ არის მარტივი. საღამოზე მსახიობმა ესმა ონიანის, როგორც პოეტის, დაფასებაზე თავის დროზე რეზი თვარაძის სიტყვები წაიკითხა: “ეს იყო სიმძაფრე, რომელიც ძნელი გასაძლები იყო იმ დროისთვის. მაშინ ასე არავინ არ წერდა, გარდა ანა კალანდაძისა და ადრეული გალაკტიონისა. ეს დღემდეც ვერ აიტანა ქართულმა საზოგადოებამ. ამიტომ არის, რომ ესმა ონიანი, უბრწყინვალესი პოეტი, დღემდე დარჩენილია სალონებისა და ცალკეული ოჯახური წრეების კუთვნილებად. სხვათა შორის, ამაში არ ვხედავ არაფერს ცუდს. ესმა არ შეიძლება იყოს მასობრივი პოეტი, მასებში საკითხავი პოეტი, მრავალ ასეულათასიანი მკითხველის პოეტი”. როგორც ნინო კასრაძემ აღნიშნა ის ყველაფერში ეთანხმება თვარაძეს გარდა ერთისა, ესმა ონიანის ლექსები უნდა იყოს ფართო საზოგადოებისთვის და სწორედ მისი ლექსების პოპულარიზაციას ემსახურება დღევანდელი საღამო. მსგავსი შეხვედრები თავად კასრაძისა და გამომცემლობა „არტანუჯის“ რედაქტორის ზვიად კვარაცხელიას ინიციატივით საქართველოს მასშტაბით იმართება. გამომცემლობა „ინტექლექტმა“ და „არტანუჯმა“ ცოტა ხნის წინ გამოსცეს ესმა ონიანის „ასი ლექსი“. „არტანუჯმა“ კი პოეტის სრული შემოქმებითი მემკვიდრეობა - „ისევ მე ვარ, ისევ მოვსულვარ“. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ნინო კასრაძის „საუბრები ესმა ონიანზე“ – ლექსები
Shaqro Babua
ნინო კასრაძის იმპროვიზებული წარმოდგენა – „საუბრები ესმა ონია...
ArtanujiPublishing
25 წიგნი რომელსაც ცნობილი მსახიობები წარადგენენენ
TV IMEDI
ნინო
Nino Tamazashvili
ნინო
ნინო ცეცხლაძე
ნინო
Levani Chubinidze
ნინო
gogi gvakharia
13 ივნისი, 2021
ნინო