საპარლამენტო კონტროლი - კვლევის პრეზენტაცია


როგორ განხორციელდა საპარლამენტო კონტროლი 2019-2020 წლებში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საკანონმდებლო ორგანოს ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კონტროლის მექანიზმი სუსტია და პარლამენტისა და მთავრობის წევრთა ანგარიშვალდებულება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მყარი საკანონმდებლო გარანტიები შექმნილი არ არის. კვლევის თანახმად, პანდემიის დროს პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებაზე და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის ნაწილში მთელი ძალაუფლება მთავრობას გადააბარა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან