„აფხაზეთი საქრთველოა“ - TikTok- ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო აფხაზი გოგო „მილიციაში“ დაიბარეს

30.03.2021 00:27

#აფხაზეთისაქართველოა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ TikTok- ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს იკვლევს, რომელშიც 19 წლის ალიონა ტანია ამბობს ფრაზას: ”აფხაზეთი საქართველოა". უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომასალაზე ჩანს, რომ გახალგაზრდა ბოდიშს იხდის სიტყვებით: ”მე გამოვაქვეყნე ვიდეო, რომ აფხაზეთი საქართველოა”. მთხოვეს. ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს გიხდით ”. „ეხო კავკაზას“ უწყების პრესამსახურში განუცხადეს, რომ მათ „მიიღეს აღშფოთებული მოქალაქეების შეტყობინებები“, TikTok- ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, რის შემდეგაც გოგო და მისი მშობლები დაიბარეს და გაესაუბრნენ მათ. ახალგაზრდა ქალის საქციელი დაგმო მამამისმა. ”ეს არ არის სწორი. მთელი ომი გავიარე, ”- თქვა მან. მამას ჰკითხეს: "როგორ შეუძლია ამის გაკეთება შენს ქალიშვილს?" მან უპასუხა: ”არ მეგონა და არც ვიცოდი, რომ ის ასეთ რამეს გააკეთებდა”. TikTok-ზე ვიდეო, სახელწოდებით "აფხაზეთი საქართველოა" უკვე აღარ იძებნება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

გაზიარება: