"გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" - ტრენინგი ჭითაწყარის სკოლაში

31.05.2016 02:08

სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩქაროსნული გზატკეცილისა და მის მიმდებარედ დასახლებულ პუნქტებში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგი ჩატარდა. საინფორმაციო შეხვედრები ჩქაროსნული გზატკეცილის E60 მიმდებარედ განლაგებულ სკოლებში კამპანიის "გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" ფარგლებში ხორციელდება. ზუგდიდელ მოსწავლეებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი რუსუდან ხუბულავა შეხვდა და მაგისტრალზე არსებულ სააფრთხეებზე, ასევე პრევენციის ზომებზე ესაუბრა. ტრენინგის მსვლელობისას ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ წარმომადგენლებმა ბავშვებს საგზაო მოძრაობის წესები, საფრთხეების თავიდან აცილების მეთოდები და 2015 წელს დაფიქსირებული ავტოსაგზაო შემთხვევის სტატისტიკა გააცნეს. შეხვედრას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამართალდამცველებმა მოსწავლეებს გზაზე გადაადგილებისას წესების დაცვისკენ მოუწოდეს. კამპანიის ფარგლებში ბავშვებს საინფორმაციო მასალები, სახელმძღვანელოები და ამრეკლი საშუალებები გადაეცათ. კამპანიას "გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი არასამთავრობო ორგანიზაციასთან "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის" ერთად ახორციელებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

\"გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო\" - ტრენინგი ჭითაწყარის სკოლაში
02:47

"გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" - ტრენინგი ჭითაწყარის სკოლაში

odishitv

”გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ - ვისოლი მძღოლებს უსაფრთხო მგზავრობისკენ მოუწოდებს
03:24

”გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ - ვისოლი მძღოლებს უსაფრთხო მგ...

Music Box

გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო– make our road safe
00:32

გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო– make our road safe

Partnership for Road Safety Foundation

საინფორმაციო შეხვედრა მძღოლებთან გორის ავტოსადგურში - დია TV 13.05.2016
01:53

საინფორმაციო შეხვედრა მძღოლებთან გორის ავტოსადგურში - დია TV...

Make Our Road Safe

\"გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო\" სურამისა და ხაშურის სკოლებში - რადიო იმედი 06.05/2016
03:46

"გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო" სურამისა და ხაშურის სკოლებში -...

Make Our Road Safe

კამპანია  “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ დაიწყო
01:04

კამპანია “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ დაიწყო

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

კამპანიას “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო” ავტომრბოლელები შეუერთდნენ
00:46

კამპანიას “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო” ავტომრბოლელები შეუერ...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სოციალური კამპანია „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ - შეჯამება/\"ავტობოქსი\"/რადიო იმედი, Radio Imedi
25:00

სოციალური კამპანია „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ - შეჯამება/...

რადიო იმედი

ყველა ვიდეო