თავდაცვის მინისტრი საბრძოლო მომზადების ცენტრში საჩვენებელ სწავლებას დაესწრო

18.09.2019 01:04

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საბრძოლო მომზადების ცენტრში, ამერიკელი ბრიგადის გენერალ ქრისტოფერ ნორთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის   ფარგლებში განხორციელებულ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო. საბრძოლო მომზადების ცენტრში „ჯი-დი-არ-პით“ მომზადებას IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი გადის. თავდაცვის მინისტრმა და ამერიკელმა ბრიგადის გენერალმა ცენტრის ფუნქციების, ამოცანებისა და მიზნების, ასევე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა - „წვრთნის“ შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მათ ბაზის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. შეხვედრაზე საბრძოლო მომზადების ცენტრის სამომავლო განვითარების გეგმებიც განიხილეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: