საიდუმლო დოკუმენტების საქმე

15.01.2023 00:49

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კერძო სახლში კიდევ ხუთი საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს. თეთრი სახლის იურისტებმა დოკუმენტები უკვე გადასცეს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს. როგორც „სიენენი“ იუწყება, ახლად აღმოჩენილი საიდუმლო დოკუმენტები, საერთო ჯამში ექვსი გვერდისგან შედგება. აშშ-ის პრეზიდენტი და მისი თანაშემწეები დოკუმენტების შინაარსთან დაკავშირებით კითხვებს არ პასუხობენ. გავრცელებული ცნობით, საიდუმლო დოკუმენტები ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს არის შექმნილი. ბაიდენის სახლსა და ანალიტიკურ ცენტრში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აშშ-ის მთავარმა პროკურორმა საქმის გამოსაძიებლად სპეციალური პროკურორი დანიშნა. ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ იუსტიციის დეპარტამენტთან სრულად თანამშრომლობენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რა საბუთები ამოიღო ტრამპის სახლიდან გამოძიების ბიურომ?
02:07

რა საბუთები ამოიღო ტრამპის სახლიდან გამოძიების ბიურომ?

ამერიკის ხმა

ბაიდენის საიდუმლო დოკუმენტები
05:30

ბაიდენის საიდუმლო დოკუმენტები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რესპუბლიკელები ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ
03:11

რესპუბლიკელები ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ

ამერიკის ხმა

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე
01:44

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „ამხანაგი ბანდიტები“ - პირველი სერია

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „ამხანაგი ბანდიტები“ - პირველი სერია

პირველი არხი - ფილმები

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „ამხანაგი ბანდიტები“ - მეორე სერია
31:19

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „ამხანაგი ბანდიტები“ - მეორე სერია

პირველი არხი - ფილმები

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „უღმერთოები და კრიმინალები“ - პირველი სერია

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „უღმერთოები და კრიმინალები“ - პირველი...

პირველი არხი - ფილმები

გამომძიებელი რეპორტიორი - \"სოდომის მოქალაქეები\
10:22

გამომძიებელი რეპორტიორი - "სოდომის მოქალაქეები\

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო