„საიდუმლო კარტოთეკა“ - „უღმერთოები და კრიმინალები“ - პირველი სერია

18.02.2020

საიდუმლო კართოტეკის მეორე ფილმი - „უღმერთოები და კრიმინალები“. ფილმი მოგვითხრობს საბჭოთა ხელისუფლების მიერ 20-იან წლებში დაწყებულ ანტირელიგიურ კამპანიაზე, რომლის დროსაც დაიწყო ღვთისმსახურთა დევნა და დაიხურა უამრავი ეკლესია-მონასტერი. ფილმი აგებულია კონკრეტულ კრიმინალურ შემთხვევაზე, რომლის დროსაც გაიძარცვა ალავერდის საკათედრო ტაძარი. ძარცვის დროს ბოროტმოქმედებმა ეკლესიიდან გაიტაცეს ძვირფასი ქვებითა და ოქროთი შემკული წმინდა გიორგის ხატი. მძარცველები, ძვირფასეულობის ნაწილ-ნაწილ გაყიდვას თბილისში იუველირებთან ცდილობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მილიციამ მათი დაკავება მოახერხა და ნაძარცვი ამოიღო, ძვირფასეულობა ტაძარს აღარ დაუბრუნეს და ამ შემთხვევას ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი გადაჰყვა. პროექტის მიზანია აღწეროს საქართველოს ისტორია კრიმინალური შემთხვევების მეშვეობით. თითოეული ფილმი ეფუძნება კონკრეტულ კრიმინალურ ამბავს, რომლის პარალელურად ხდება იმ პერიოდის საქართველოს ზოგადი ვითარების აღწერაც. პროექტი ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოში დაცულ ორ არქივს: საბჭოთა უშიშროების სამსახურის სისხლის სამართლის საქმეებს და კომუნისტური პარტიის არქივის მასალას, სადაც თავმოყრილია პარტიის ყველა რგოლის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, პროექტის მომზადებისთვის გამოყენებულია იმ დროის პერიოდული გამოცემები, აგრეთვე საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტები. ყოველივე ამის ერთობლიობა საშუალებას გვაძლევს სრულფასოვნად აღვწეროთ კონკრეტული ეპოქა. პროექტის მეორე ნაწილი ფილმი „უღმერთოები და კრიმინალები“ - ორი სერია რეჟისორი: შალვა შენგელი სცენარის ავტორი: მიხეილ ბასილაძე ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://bit.ly/2p46lB1 ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „ამხანაგი ბანდიტები“ - პირველი სერია

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „ამხანაგი ბანდიტები“ - პირველი სერია

პირველი არხი - ფილმები

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „დიდი ტერორი“ - პირველი სერია

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „დიდი ტერორი“ - პირველი სერია

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „დიდი ტერორი“ - მეორე სერია

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „დიდი ტერორი“ - მეორე სერია

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „ორგანიზაცია სამანი“ - მეორე სერია

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „ორგანიზაცია სამანი“ - მეორე სერია

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „ნეპის პერიოდის თაღლითები“ - პირველი სერია

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „ნეპის პერიოდის თაღლითები“ - პირველი...

პირველი არხი - ფილმები

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „კოლექტივიზაცია“ - პირველი სერია
31:24

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „კოლექტივიზაცია“ - პირველი სერია

პირველი არხი - ფილმები

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „კოლექტივიზაცია“ - მეორე სერია
25:32

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „კოლექტივიზაცია“ - მეორე სერია

პირველი არხი - ფილმები

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „ქართული ლეგიონი“ - მეორე სერია
26:40

„საიდუმლო კარტოთეკა“ - „ქართული ლეგიონი“ - მეორე სერია

პირველი არხი - ფილმები

ყველა ვიდეო