აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კერძო სახლში კიდევ ხუთი საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს. თეთრი სახლის იურისტებმა დოკუმენტები უკვე გადასცეს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს. როგორც „სიენენი“ იუწყება, ახლად აღმოჩენილი საიდუმლო დოკუმენტები, საერთო ჯამში ექვსი გვერდისგან შედგება. აშშ-ის პრეზიდენტი და მისი თანაშემწეები დოკუმენტების შინაარსთან დაკავშირებით კითხვებს არ პასუხობენ. გავრცელებული ცნობით, საიდუმლო დოკუმენტები ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს არის შექმნილი. ბაიდენის სახლსა და ანალიტიკურ ცენტრში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აშშ-ის მთავარმა პროკურორმა საქმის გამოსაძიებლად სპეციალური პროკურორი დანიშნა. ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ იუსტიციის დეპარტამენტთან სრულად თანამშრომლობენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.