ბრიფინგი საქართველოში უკრაინის საელჩოში


საქართველოში უკრაინის საელჩოში საინფორმაციო ბრიფინგი გამართა უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა. დიპლომატმა პატივი მიაგო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას და მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო უწყებებს, საპატრიარქოს და მოქალაქეებს უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მისი ინფორმაციით, საქართველოდან უკრაინაში 680 ტონა ჰუმანიტარული დახმარება უკვე გაიგზავნა. გარდა ამისა, მისი თქმით მნიშვნელოვანია ის დახმარება, რომელსაც საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები იღებენ. კასიანოვის განცხადებით, საქართველოში უკრაინის დახლოებით 20 ათასი მოქალაქე იმყოფება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან