საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ორწლიანი ანგარიში


საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა საკუთარი ინიციატივით სამეურვეო საბჭოს მუშაობის ორწლიანი ანგარიში წარუდგინა.

პრეზენტაცია 2017 წლიდან დღემდე გაწეულ სამუშაოს, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს მოიცავდა.

ანგარიშის თანახმად, მაუწყებლის ბადეში ადგილობრივი წარმოების 30 გადაცემა გადის. ეთერში ორიგინალური პროდუქტების განთავსების მოცულობა ორჯერ არის გაზრდილი. თუ ეს მაჩვენებელი 2017 წლისთვის დღეში 6-ნახევარ საათს შეადგენდა, მისი მოცულობა ახლა 12 საათს უტოლდება.

ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არხის რეიტინგიც. საშუალო წუთობრივი ზრდა 11 პროცენტს შეადგენს. 23 პროცენტით არის გაზრდილი რეგიონული აუდიტორიის წილი.

ანგარიში ტექნიკური გადაიარაღების, ავტოპარკის განახლებისა და მაუწყებლის ახალი შენობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, მაუწყებელს მიეცა ერთ-ერთი მთავარი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რაც ეთერში გარეწარმოების პროდუქტის განთავსებას გულისხმობს.

2017 წელს მაუწყებლის ეთერში შიდა წარმოების გადაცემები გადიოდა, ახლა კი საეთერო ბადეში განთავსებული პროდუქციის 18- პროცენტამდე უკვე გარეწარმოებაზე მოდის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან