არჩილ ტატუნაშვილის საქმე


„არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” პარალელურად კი აღნიშნული სარჩელი, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ\" მოამზადა სტრასბურგის სასამართლომ მიიღო.

მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, დოკუმენტაციას უკვე მიენიჭა რეგისტრაციის ნომერიც. ცენტრმა „ემპათიამ“ სარჩელი  - „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ 2018 წლის 22 აგვისტოს გააგზავნა. სარჩელთან ერთად, სტრასბურგში მიიღეს ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი კომპლექსურ-კომისიური დასკვნა, სადაც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს.

ინდივიდუალური სარჩელის გარდა, აღნიშნული მოთხოვნით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელიც წარადგინა იუსტიციის სამინისტრომაც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან