27 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ჟურნალ „ცისკარის\" 160 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, ჟურნალის რედაქტორი ბაღათერ არაბული, სარედაქციო ჯგუფის წევრები და მოწვეული სტუმრები.
ჟურნალი „ცისკარი\"მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ერთ-ერთი პირველი ბეჭდვითი გამოცემა იყო იმ პერიოდის არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპასა და აზიაში; მისი დაარსების სათავეებთან იდგნენ დიმიტრი ყიფიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გიორგი ერისთავი, ივანე კერესელიძე და სხვები; ჟურნალი იმთავითვე გახდა ეროვნული ცნობიერებისა და ღირებულებების დამცველი; „ცისკარმა\" ასპარეზი მისცა მე-19 საუკუნის 60-იანელებს ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის მეთაურობით; ამ გამოცემამ ასევე დიდი როლი ითამაშა მე-20 საუკუნის 60-იანელთა თაობის ჩამოყალიბებაში.
ჟურნალი დღესაც აგრძელებს ტრადიციას და თავის ფურცლებს უთმობს დღევანდელი მწერლობის საუკეთესო წარმომადგენლებს, პოეტებს, პროზაიკოსებს, დრამატურგებს, კინოსა და თეატრის მოღვაწეებს, მთარგმნელებს, მხატვრებსა და მეცნიერებს.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045