უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის 101-ე დღე - საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ნიკოლაევის ერთ-ერთ უბანს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა სამი ადამიანი. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქალაქის მერი „ტელეგრამით“ იტყობინება. მისი თქმით, ორი ადამიანი ჭურვის ჩამოგდების ადგილზე, ხოლო მესამე საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. გარდა ამისა, დაშავდა ოთხი ადამიანი. ასევე, უკრაინული მედია ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ოკუპანტებმა ავიაციის გამოყენებით სუმის სასაზღვრო ზონაც დაბომბეს. საოკუპაციო ძალები ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში შეტევას არ წყვეტენ.
გრძელდება სარაკეტო ავიადარტყმები უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დილით რუსებმა ოდესის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაშავდა ორი სამოქალაქო პირი. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ბრძოლა მიმდინარეობს სლობოჟანსკის მიმართულებით. ხარკოვში ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებაზეა მიმართული.
დონეცკის მიმართულებით, რუსული ჯარები ფრონტის მთელ ხაზზე მძიმე შეიარაღებით ზიანს აყენებენ უკრაინული ძალების პოზიციებს, მაგრამ მტრის წინსვლის ტემპები დაბალია, პირადი შემადგენლობის დაღლილობისა და დაბალი მორალური მდგომარეობის გამო. ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ სევეროდონეცკსა და ბახმუტზე. ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკში, რუსული ქვედანაყოფების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 20% უკან დაიბრუნეს. რაც შეეხება რუსეთის ტყვეობაში მყოფ ლეგიონ „აზოვის“ მებრძოლებს, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათთან კომუნიკაცია თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის თანამშრომლებს აქვთ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.