სოფლებში ბიზნეს-ცენტრები გაიხსნა.

09/11/2012
odishitv-ის მიერ

სოფლებში ბიზნეს-ცენტრები გაიხსნა.

„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების\" პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, 11 სექტემბერს, ბიზნეს-ცენტრები ცამეტ სოფელში გაიხსნება. აღნიშნული სამსახურები აღჭურვილიაკომპიუტერული ტექნიკითა და თანამედროვე ავეჯით. გარდა ამისა ცენტრები უზრუნველყოფილია სწრაფი ინტერნეტით.

დღეს ბიზნეს--ცენტრები გაიხსნა ზუგდიდის რაიონის სოფლებში: ჭითაწყარში, ჭკადუაშში, კოკში. ანალოგიური სამსახური გაიხსნება ანაკლიაშიც.

აღნიშნულ სოფლებში მდებარე ბიზნეს--ცენტრებში ადგილობრივი მკვიდრები დასაქმდნენ, როლებიც თანასოფლელებს კომპიუტერული უნარ-ჩვევების შესწავლაში დაეხმარებიან. გარდა ამისა, ბიზნეს--ცენტრი სოფელში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელებას შეუწყობს ხელს.

„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების\" ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, უახლოეს დღეებში სხვადასხვა რეგიონში კიდევ რამდენიმე ბიზნეს--ცენტრი გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველ ეტაპზე 300 სოფელში 600 ადამიანი დასაქმდება.
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/