გურჯაანში სამი ათასი წლის წინანდელი სატევარი აღმოაჩინეს


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში სამი ათასი წლის წინანდელი სატევარი აღმოაჩინეს. ამავე სოფლის მკვიდრმა, ივანე ფოცხვერაშვილმა, რამდენიმე დღის წინ ბრინჯაოს ნივთს შემთხვევით მიაგნო. როგორც გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სპეციალისტი განმარტავს, სატევარი, სავარაუდოდ, სამარხიდან არის გადმოვარდნილი. თამაზ მარკოზაშვილი ვაჩნაძიანში სპეციალისტების მიწვევას და არქეოლოგიური გათხრების ჩატარებას გეგმავს. სატევარი სოფლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადაეცემა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1hUrLXa

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან