სადავო ტერიტორია დავით გარეჯთან
დავის საგანი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ერთი მესამედია, სწორედ ამ სადავო ზონაში მდებარეობს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი. განახლებული ორმხრივი კომისია, რომელიც წინა კვირას ბაქოში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეიკრიბა, დაახლოებით 14 სადავო მონაკვეთზე მსჯელობს. პარალელურად, საკითხი აქტუალობას არ კარგავს პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია მმართველ გუნდს დავით გარეჯში არსებული სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებს და ამ კონტექსტში პრეზიდენტის განცხადებებზე მიუთითებს. საუბარია სალომე ზურაბიშვილის იმ გამოსვლებზე, სადაც ის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის მიზნით ორ ქვეყნას შორის დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობდა. მოქმედთან ერთად, დღეს შეფასებების თემა გახდა ყოფილი პრეზიდენტის შეთავაზებაც. მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის ფუნქცია იკისროს. თუმცა, წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემაზე ექს-პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას, მისი ყოფილი თანაგუნდელებიც კი არასერიოზულად მიიჩნევენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დავით გარეჯის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვის ტერიტორიაზეა დავით გარეჯის კომპლექსი?
Studio Re - სტუდია რე
დავით გარეჯში სასულიერო პირები წირვა ლოცვას აღავლენენ
TV IMEDI
ვითარება დავით გარეჯის მონასტერში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი
culturegovge culturegovge
იკვეთბა თუ არა დავით გარეჯის საქმეში პოლიტიკური მოტივი - ირა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სადავო მშენებლობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მშენებლობა მეწყერსაშიშ ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster