სალომე ზურაბიშვილის ქარტია


პრეზიდენტი ოპოზიციური ერთობის სათავეში.

შიდა პოლიტიკური მღელვარების და საპროტესტო აქციების ფონზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური სპექტრისთვის შეთავაზებული „ქართული ქარტია“ ადრესატთა უმრავლესობისთვის მისაღებია. ახლა ოპოზიციონერმა აქტორებმა წინასაარჩევნო კონფიგურაციები თავად უნდა განსაზღვრონ და გადაწყვიტონ, რა ფორმით წარდგებიან არჩევნებზე, რომელმაც, სახელმწიფოს მეთაურის ხედვით, ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო რეფორმების შესასრულებლად დროებითი პარლამენტი უნდა აირჩიოს და მთავრობის ახალი მოდელი დააკომპლექტოს, რეფორმების გატარების შემდეგ კი ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. ქარტიაში გაწერილი რამდენიმე პუნქტის მიმართ გაჩნდა კითხვები. აზრთა სხვადასხვაობაა არჩევნებში მონაწილეობის ფორმის გარშემოც - ოპოზიციის ნაწილი, რომელთა შორის ძირითადად ყოფილი მმართველი პარტიის მოქმედი თუ ყოფილი წევრები არიან, ერთიან სიას უჭერს მხარს, მეორე ნაწილი კი რამდენიმე მსხვილი ერთობის მომხრეა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან