საბავშვო ევროვიზია 2020 - ფინალური შოუ დღეს გაიმართება


საბავშვო მუსიკალური შოუ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

დღეს 20 საათიდან ჩვენი მაყურებელი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ნახავს, სადაც  საქართველოს სანდრა გადელია წარადგენს. 10 წლის მომღერალმა ეს სტატუსი პირველი არხის  საბავშვო მუსიკალურ პროექტ  „რანინაში“  გამარჯვების შედეგად მოიპოვა.  „შენ არ ხარ მარტო“ - ასე ჰქვია გიგა კუხიანიძის სიმღერას, რომელსაც  სანდრა გადელია დღეს ევროპელი მაყურებლისთვის შეასრულებს. პანდემიის გამო, პოლონეთის დედაქალაქში კონკურსის ფინალი დისტანციურად გაიმართება. ყველა მონაწილე ქვეყანამ საკონკურსო ნომერი გადაიღო და ვიდეო ჩანაწერი იქნება წარმოდგენილი. ევროვიზიის წლევანდელი გზავნილი  ასეთია: „გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ სამყაროს და ერთმანეთს“. კონკურსში მონაწილეობას 12 ქვეყანა იღებს. ეპიდსიტუაციის გამო ფინალი პირდაპირი ეთერისა და ჩანაწერის სინთეზი იქნება. 

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა ვებგვერდზე vote.junioreurovision.tv-ზე არის შესაძლებელი. ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ – მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ვიდეოს ყურების შემდეგ, შეგიძლია ხმა მისცე სამ რჩეულს, მათ შორის საქართველოს. ხმის მიცემა შეწყდება დღეს, 29 ნოემბერს, 20:00-ზე. დღეს კი პირდაპირი ეთერის მსვლელობის დროს, მას შემდეგ, რაც ყველა სიმღერა შესრულდება კიდევ შეგეძლებათ ხმის მიცემა მხოლოდ 15 წუთით.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან