საბავშვო ევროვიზია 2020


ერთი დღე საბავშვო ევროვიზიამდე - ხვალ პოლონეთის დედაქალაქი ევროვიზიის ფინალს განსხვავებულ ფორმატში უმასპინძლებს. კოვიდპანდემიის გამო, ფინალი „ლაივისა“ და ჩანაწერის სინთეზი იქნება.

კონკურსში მონაწილეობას 12 ქვეყანა მიიღებს. საქართველოს წელს ათი წლის სანდრა გადელია წარადგენს. ევროვიზიის ქართველი მონაწილის შერჩევა საქართველოს პირველი არხის წესების მიხედვით, საბავშვო მეგაშოუ „რანინას“ მეშვეობით მოხდა. სანდრამ საკონკურსო ნომერი უკვე გადაიღო, რომლითაც კონკურსზე წარდგება.

გულშემატკივრობა და ქართველი კონკურსანტისთვის ხმის მიცემა ონლაინაა შესაძლებელი. მას სხვა მონაწილეებთან ერთად, დღეს ასევე ჰქონდა ლაივპრესკონფერენციაც.

თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან