ქართული ენის დღე


საბჭოთა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი და გამორჩეული თარიღი, რომელსაც ქვეყანა 32 წელია აღნიშნავს. 14 აპრილი დედაენის დღეა.

44 წლის წინანდელ გარდამტეხ მოვლენებს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლების გეგმას, რომელიც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის გაუქმებას გულისხმობდა, მთელი მოსახლეობა წინ აღუდგა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე დაწყებულმა პროტესტმა, რომელმაც მალევე მთელი საზოგადოება გააერთიანა, შედეგი გამოიღო - მასშტაბური გამოსვლების ფონზე რუსეთი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო. ეროვნული თვითმყოფადობის სიმბოლომ - ქართულმა ენამ საბჭოთა კონსტიტუციაში სახელმწიფო სტატუსი შეინარჩუნა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან