ქართული ენის დღე 14.04.2019 თბილისის 167-ე საჯარო სკოლა
ლ.გერგედავა- თბილისის 167-ე საჯარო სკოლის მოაზროვნეთა და ცნობისმოყვარეთა კლუბის კურატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მ.ცანავა-კლუბის ლიდერი, მე-10 კლასის მოსწავლე სასკოლო კლუბის წევრებმა ქართული ენის დღე, 14 აპრილი, აღნიშნეს. ღონისძიების მიზანი: 1.მშობლიური ენის დაფასება, 2.კულტურათა შორის კომუნიკაცია, 3. მოტივაციის ამაღლება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები, გაიხსენეს ენის წარმოშობის თეორიებზე დაწერილი საინფორმაციო ტექსტის ფრაგმენტები, ნორჩმა შემოქმედებმა მსმენელებს გააცნეს თავიანთი ჩანახატები. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მოუსმინეს ედიტ პიაფსა და ჩარლი ჩაპლინს, ამით პატივი მიაგეს სხვა კულტურებს. კლუბის წევრებს მიაჩნიათ, რომ მშობლიური ენა მარადიული მეგზურია სხვა ენებთან დასაკავშირებლად. ბოლოს, კლუბის საპატიო წევრებმა, დირექციის წარმომადგენლებმა, სიტყვით მიმართეს შეკრებილებს. ვიდეოში გამოყენებულია მუსიკები: • საქართველოს ჰიმნი • ო ენავ ჩემო ფოტოები გადაიღეს:მე-7 კლასის მოსწავლე ლიზი ნაკანმა და კლუბის პირველკლასელი წევრის, ნუცა ყოლბაიას, მშობელმა, ლელა მესხმა,. ვიდეო დაამონტაჟა მე-10 კლასის მოსწავლე ლაშა ვადაჭკორიამ, ატვირთა და აღწერა დაურთო ლ. გერგედავამ
მსგავსი ვიდეოები
დედაენის დღე საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული ენის დღე - ბრძოლა მშობლიური ენის დასაცავად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული ენის დღე - დაგეგმილი ღონისძიებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დედაენის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
14 აპრილი დედაენის დღეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თსუ ში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა
TV IMEDI
ქართული ენის დღე /2030 (14.04.2016.)/
2030 Official
დედა ენის დღე ზუგდიდში
Radio Atinati