გახსენება

06/17/2019
Lamara Gergedava-ის მიერ

ვიდეო ეძღვნება ბორის ყოლბაიას ხსოვნას.
ფოტოები საოჯახო ალბომიდან წარსულისა და აწმყოს უტყვი მოწმეა, რომელსაც მომავალში ყოველთვის ერქმევა გახსენება...
ვიდეო შეიქმნა ერთი წლის შემდეგ...

მუსიკა ამ ვიდეოში: რევაზ ლაღიძის \"წუთისოფელი\"
   • Revaz Lagidze - წუთისოფელი  

გალაკტიონ ტაბიძე ლიტერატურულ წერილში\"ძვირფასი საფლავები\" წერს:
როდესაც ვასაფლავებთ ძვირფას თანამემამულეებს,შევიკრიბებით ერთად და საფლავის წინაშე გამოთქმულ სიტყვით, ფრთხილად, გაუბედავად შეშინებული გამოვთქვამთ, ვამბობთ ჩვენს გულისტკივილებს...სასაფლაოზე ძილს მოუცავს ერთმანეთს გადახვეული ჯვრები, ხეები და იასამანი. აქ თვითოეულს ებლანდება თავისი ორეული, მიცვალებული.და რამდენი ძვირფასი საფლავებითაა მოფენილი საქართველოს ყოველი კუთხე. იზრება და მძლავრდება ახალგაზრდობა, ისინი სცვლიან მოხუცებს, წელი წელს მისდევს, საუკუნე საუკუნეებს და ძვირფასი საფლავებით მუდამდღე იფინება ჩვენი სასაფლაოები. ახვევიათ ამ საფლავებს სამარადისო ძილი და არავინაა, რომ ისევ აღადგინოს მათი სხივმოსილი და მშვენიერი დიდება...
ვიფიქროთ მათზე, რომელთაგანაც დარჩა პატარა რვეულები, ბალახი სასაფლაოზე და ქვები ვინაობის ზედწარწერით.

კურთეულ იყოს მათი სახსნებელი! მათ საფლავებზე მწუხარე ძაძით მოსილ ქვრივივით დგანან ნაძვები.

ისინი წავიდნენ და არასოდეს არ დაბრუნდებიან\"...

ნუცა და ლუკა ასე იხსენებენ ბაბუას...
\"ცათა სასუფეველში დამკვიდრებულ ბაბუას ყვავილებს ვუძღვნით და სანთლებს ვუნთებთ...
აფხაზეთსა და მიტოვებულ საფლავებზე დარდით დაგვშორდა, დაგვიტოვა სითბო და ზღვა სიყვარული ...
მსუბუქი იყოს ჩვენი საყვარელი ბაბუასთვის ქართული მიწა\"...



მადლობას ვუხდით მე-11 კლასის მოსწავლე ლაშა ვადაჭკორიას, ვიდეოს დამონტაჟებაში გაწეული დახმარებისათვის.

ვიდეოები „Lamara Gergedava"-ისგან