ომის 226-ე დღე უკრაინაში
ორ კვირაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს რუსი ოკუპანტებისგან - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის გენშტაბი. მათი ცნობით, 21 სექტემბრიდან, უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხარკოვისა და დონეცკის მიმართულებით შეტევის შედეგად, გათავისუფლდა 39 დასახლება, ხოლო 1 ოქტომბრიდან დღემდე, ხერსონის ოლქში დამატებით 29 პუნქტი. ამასთან, უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ 3-4 ოქტომბრიდან, ხერსონის ოლქში რუსები სარეზერვო ძალებით ცდილობენ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. უკრაინის გენშტაბის ცნობით, აღმოსავლეთის მიმართულებით, კერძოდ, ლუგანსკის ოლქში უკან დახევის დროს რუსმა სამხედროებმა დანაღმეს დამბა, შედეგად კრამატრორსკის რაიონის ერთი დასახლება დაიტბორა. შენარჩუნებულია უკრაინის ტერიტორიაზე რუსული საავიაციო და სარაკეტო თავდასხმების საფრთხეც. ზაპოროჟიეში 6 ოქტომბერს სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. კიდევ 5 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამასთან ერთად, უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთი კვლავაც განაგრძობს ბრძოლის ველზე ირანული წარმოების დრონების გამოყენებას, თუმცა მათი 60%-ის გაუვნებელყოფა მოხერხდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომის 184-ე დღე - რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს
TV IMEDI
უკრაინა ომის ზღვარზე
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
პარლამენტის თავმჯდომარე აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფოტორეპორტიორების მიერ 2008 წლის ომის დროს გადაღებული სურათე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეტევა რუსეთის ფლოტზე – ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი შეფა...
Euronews Georgia
„ლენდ ლიზის“ აქტი უკრაინის მხარდასაჭერად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველი ფოტოხელოვანები უკრაინის დასახმარებლად
TV IMEDI