კუმისის ტბის ველოტური კავკასიის ველო ქსელთან და "Nature Conservation Georgia"-სთან ერთად - ველობლოგი
2022 წლის 12 თებერვალს შედგა ველოტური კავკასიის ველო ქსელთან და "Nature Conservation Georgia"-სთან ერთად. დილის 9 საათზე დავიძარით თბილისიდან ტაბახმელისკენ და ტაბახმელიდან დავეშვით კუმისის ტბისკენ მიმავალი გრუნტის გზით. თბილისიდან ტაბახმელამდე რამდენიმე კილომეტრიანი უწყვეტი აღმართი გართულებების გარეშე დასძლია ველოტურის ყველა მონაწილემ, რაც იმას ნიშნავს, რომ აღმართები თანამედროვე ველოსიპედისთვის არ წარმოადგენს დაბრკოლებას. კუმისის ტბაზე "Nature Conservation Georgia"-ს წარმომადგენლებთან ერთად დავათვალიერეთ მოზამთრე და გადამფრენი ფრინველები. კუმისის ტბა საქართველოში მდებარე მნიშვნელოვანი ჭარბტენიანი ტერიტორიაა მოზამთრე და გადამფრენი წყალმცურავი ფრინველებისათვის. კუმისის ტბაზე მიგრაციის პერიოდში ფლამინგოც შეიძლება ვნახოთ. ასევე გლობალურად მოწყვლადი ისეთი სახეობები, როგორებიცაა: თეთრთავა იხვი, ქოჩორა ვარხვი, წითელთავა ყვინთია და სხვა... კუმისის ტბიდან ქვემო ფონიჭალის მიმდებარე დასახლებების გავლით შემოვედით თბილისში. © ველობლოგი My favorites list at Amazon ➜ https://www.amazon.com/shop/aragviani Blog ➜ https://mobilisinmobilige.blogspot.com/ Instagram ➜ / veloblogi facebook ➜ / mobilisinmobilige / nature-conservation-georgia-111006300520992 / caucasuscyclingnetwork #ველობლოგი #cycling
Cyclist Vlog-ის სხვა ვიდეოები
03:04
თბილისური ჩანახატები Vol 1 - ველობლოგი
00:30
საგზაო ამბები 28.03.2021- ველობლოგი
12:59
მამკოდა - თბილისის ეროვნული პარკი | კავკასიის ველო...
07:06
ველომოგზაურობა ქოროღლის ციხეზე - ველობლოგი
00:49
"კრიტიკული მასა თბილისი"-ს ყველაზე მცირეწლოვანი მო...
08:28
როგორ ავიცილოთ მუხლის დაზიანება - ველობლოგი
05:06
დღემდე შემორჩენილი შუა საუკუნეების ხიდი თბილისში დ...