კუმისის ტბის ველოტური კავკასიის ველო ქსელთან და "Nature Conservation Georgia"-სთან ერთად - ველობლოგი

02/15/2022
Cyclist Vlog-ის მიერ

2022 წლის 12 თებერვალს შედგა ველოტური კავკასიის ველო ქსელთან და \"Nature Conservation Georgia\"-სთან ერთად.
დილის 9 საათზე დავიძარით თბილისიდან ტაბახმელისკენ და ტაბახმელიდან დავეშვით კუმისის ტბისკენ მიმავალი გრუნტის გზით. თბილისიდან ტაბახმელამდე რამდენიმე კილომეტრიანი უწყვეტი აღმართი გართულებების გარეშე დასძლია ველოტურის ყველა მონაწილემ, რაც იმას ნიშნავს, რომ აღმართები თანამედროვე ველოსიპედისთვის არ წარმოადგენს დაბრკოლებას.
კუმისის ტბაზე \"Nature Conservation Georgia\"-ს წარმომადგენლებთან ერთად დავათვალიერეთ მოზამთრე და გადამფრენი ფრინველები.
კუმისის ტბა საქართველოში მდებარე მნიშვნელოვანი ჭარბტენიანი ტერიტორიაა მოზამთრე და გადამფრენი წყალმცურავი ფრინველებისათვის. კუმისის ტბაზე მიგრაციის პერიოდში ფლამინგოც შეიძლება ვნახოთ. ასევე გლობალურად მოწყვლადი ისეთი სახეობები, როგორებიცაა: თეთრთავა იხვი, ქოჩორა ვარხვი, წითელთავა ყვინთია და სხვა...
კუმისის ტბიდან ქვემო ფონიჭალის მიმდებარე დასახლებების გავლით შემოვედით თბილისში.
© ველობლოგი
My favorites list at Amazon ➜ https://www.amazon.com/shop/aragviani
Blog ➜ https://mobilisinmobilige.blogspot.com/
Instagram ➜   / veloblogi  
facebook ➜   / mobilisinmobilige  
  / nature-conservation-georgia-111006300520992  
  / caucasuscyclingnetwork  
#ველობლოგი #cycling

ვიდეოები „Cyclist Vlog"-ისგან