სამუშაო პროცესი ბიტუმის საწარმო "რუსთავოილში"


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, სს ,,რუსთავოილში” ბიტუმის წარმოების პროცესს გაეცნენ.

ქარხანას ,,აწარმოე საქართველოს’’ პროგრამის ფარგლებში, 585 726 ლარად შეფასებული მიწის ფართობი გადაეცა და 2018 წლიდან, ბიტუმის საწარმოს მშენებლობა დაიწყო. ამ დროისათვის დასრულებულია ინვესტიციის პირველი ეტაპი, რომლის მოცულობა დაახლოებით 16 მილიონ ლარს შეადგენს, საერთო ჯამში კი ადგილზე 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

,,რუსთავოილი“ პირველი საწარმოა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ბიტუმს აწარმოებს. უახლოეს პერიოდში ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისება, სამომავლოდ კი ნედლეულის ექსპორტზე გატანა გახდება შესაძლებელი. ადგილზე ქარისა და მზის ენერგიის გამოყენებით იგეგმება ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების დანერგვა. საწარმოში ამ ეტაპზე დასაქმებულია 32 ადგილობრივი, პროექტის დასრულების შემდეგ მათი რაოდენობა გაორმაგდება.
#ქვემოქართლი2020
#რუსთავი2020
#სახელმწიფორწმუნებული2020
#შოთარეხვიაშვილი2020

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან