ომი უკრაინაში - 53-ე დღე
რუსი ოკუპანტები კიდევ ერთხელ სთავაზობენ მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს, რომლებიც ახლა „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში არიან გამაგრებული, დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება იტყობინება. რუსული ძალები დღეს, ადგილობრივი დროით დილის 6 საათიდან 13 საათამდე პერიოდში სთავაზობენ მათ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაყარონ იარაღი და აქვე ამატებენ, რომ ყველას, ვინც დაყრის იარაღს, სიცოცხლე გარანტირებული ექნება. ოკუპანტების შეთავაზებით, ამ საკითხზე ინფორმაციის გაცვლის მიზნით, დილის 5 საათზე მხარეთა შორის კომუნიკაცია უნდა დამყარებულიყო. მანამდე, მარიუპოლის საკითხს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის განცხადებით, უკრაინული ძალების დასახმარებლად მარიუპოლში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, ამ ქალაქში მყოფი უკრაინელი მებრძოლები უკვე გმირები არიან და მათ „გარკვეული ნაბიჯების გადადგმას არავინ აუკრძალავს“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 53-ე დღე - „მოამბე“ კიევიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 88-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 256-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 723-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში და ენერგოკრიზისის განხილვა ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პუტინის ომის 69 ე დღე - აზოვსტალზე სარაკეტო იერიშები განახლდ...
TV IMEDI
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავი
paqtebi. ge