დაპირისპირება და დაკავებულები საპროტესტო აქციაზე
მძიმე აღმოჩნდა 30 აპრილის ღამე. ათეულობით დაკავებული და რამდენიმე დაშავებული - საღამოს შვიდ საათზე დაწყებული საპროტესტო გამოსვლა დილამდე გაგრძელდა. დაზარალებულებს შორის მოქალაქეებთან ერთად არიან პოლიციელებიც. ვითარება საღამოს ცხრა საათზე, სადავო კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დასრულებისთანავე დაიძაბა. დემონსტრანტებმა პარლამენტის შესასვლელებთან განლაგება სცადეს. მათთან ერთად იდგნენ ოპოზიციონერი ლიდერებიც. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციის მხრიდან ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. მოწოდებების მიუხედავად, დემონსტრანტები არ იშლებოდნენ და რუსთაველის გამზირზე ბრუნდებოდნენ. იყო პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობები, ცენტრალურ გამზირზე აღმართეს ბარიკადებიც. აქციის მონაწილეები პოლიციელების მიერ გამოვლენილ ძალადობაზე საუბრობენ. ცალკეულ სამართალდამცავთა ქმედებებზე ძიება დაწყებულია. არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებს სახალხო დამცველი. გვიან ღამით პროტესტის ეპიცენტრად იქცა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბათუმში აქციაზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს
აჭარა ენმ / Adjara unm
საპროტესტო აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქციაზე დაკავებულების სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქციები სერბეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არეულობა თეირანში, ევინის ციხეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში მიკროავტობუსების მძღოლები მეოთხე დღეა გაფიცულები არ...
Radio Atinati
#არჩევნები2020 საპროტესტო აქცია ცესკო-სთან და პოლიტიკური შეფ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster