ბაჩუკი ქარდავას განცხადება

17.04.2019 01:32

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი  ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა ზუგდიდის 67- ე საოლქო საარჩევნო კომისიის ერთიან სიებში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.

ბაჩუკი ქარდავას თქმით, ზუგდიდში, გამსახურდიას № 113-ში, სადაც ტაძარი შენდება, 50-მდე ადამიანია ჩაწერილი. იგი მიიჩნევს, რომ აქ ადრე მე-12 საჯარო სკოლა იყო, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ, თუმცა რეალურად დღეს იქ არავინ არ ცხოვრობს. ეს ადამიანები № 7 უბანზე არიან რეგისტრირებული. ბაჩუკი ქარდავა ფიქრობს, რომ მსგავსი ფაქტები ხელისუფლებას არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება.

ბრალდებებს უპასუხა ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ბოლო 4 წელია ამომრჩეველთა რაოდენობა რადიკალურად არ შეცვლილა,   ამომრჩეველთა ერთიანი სიები და გასაჩივრების წესები ხვალ და ზეგ გამოქვეყნდება და თუ იქნება მსგავსი ფაქტები, გამოსწორება 5 მაისამდე არის შესაძლებელი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub