გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით
20-21 ივნისის მოვლენებზე ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოკითხვა გრძელდება. დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე გამოიკითხა. მისი განცხადებით, რაიმე მნიშვნელოვანი კითხვები არ დასმულა და გამოძიებას, ძირითადად, აინტერესებდა, რომ მას, როგორც მოწმეს, ქრონოლოგიურად მოეყოლა 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები. ამავე საქმეზე უკვე გამოიკითხა პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე. შეკითხვებს მან მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა. როგორც თავად განმარტავს, გამოკითხვა ერთ საათს გრძელდებოდა. შეკითხვები კი აქციაზე განვითარებულ პროცესებს უკავშირდებოდა. მაგალითისთვის, რომელი პოლიტიკური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ ადგილზე. გუბაზ სანიკიძე ასევე აცხადებს, რომ საუბარი სასამართლოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საერთოდ არ ყოფილა. 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაიკითხა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე. დაკითხვაზე არიან დაბარებულები ასევე ბაჩუკი ქარდავა და ირაკლი ღლონტი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბაჩალიაშვილის საქმე - გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster