ბაჩალიაშვილის საქმე - გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მაგისტრატი მოსამართლის შეკითხვებს გვიან ღამემდე პასუხობდა დავით ფურცხვანიძე. ის გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც პროკურატურის განმარტებით, ფურცხვანიძის მიერ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატისთვის გადაცემული ფოტომასალა ყალბი აღმოჩნდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ფურცხვანიძემ თქვა, რომ დაასახელა ის პიროვნება, ვინც მას ფოტოები გადასცა. მისივე თქმით, „ეს ადამიანი არც საქართველოშია და არც რუსეთში. ამასთან, ფურცხვანიძის მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია. დანაშაულის მოტივი კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა საქმის პროკურორმაც და თქვა, რომ ფურცხვანიძის მიერ დასახელებული პიროვნების რეალურობა ეჭვის ქვეშ დგას და პირი, რომელმაც ფურცხვანიძეს მასალა მიაწოდა, მას არასოდეს უნახავს, ასევე ვერც უკავშირდება, რადგან როგორც ამბობს, ტელეფონი ერთი კვირის წინ დაუზიანდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბაჩალიაშვილის საქმე - გამოკითხვა სასამართლოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაჩალიაშვილის საქმე - გამოკითხვა სასამართლოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაჩალიაშვილის საქმე
Formula News
პროკურატურის განცხადება დავით ფურცხვანიძის დაკავებასთან დაკა...
MULTIMEDIA GE
ბაჩალიაშვილის საქმე - შეხვედრა გენერალურ ინსპექციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster