იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება


„კოვიდ-19“-ით ინფიცირების 6021 ახალი შემთხვევა და 75 გარდაცვლილი. ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითი დღე მძიმდება. იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან , 10 ნოემბრიდან ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება 18 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პირს შეეძლება, რომელსაც მეორე აცრიდან 6 თვე აქვს გასული. ამასთან, ცვლილებები შეეხოთ 12 წლიდან 15 წლამდე მოზარდებს. მათ ასაცრელად ახლა მხოლოდ მშობლის თანხმობაა საჭირო. ბუსტერ დოზად კი, სასურველი ვაქცინის არჩევა თავად პირზე იქნება დამოკიდებული. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც იმუნიზაციის საბჭომ მიიღო, შეეხება 60 წელს ზევით პირებს, მათ ბუსტერის გაკეთება მეორე ვაქცინიდან უკვე 3 თვის შემდგომ შეეძლებათ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან