ქონების იძულებით გადაფორმების საქმე


გია უდესიანს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. გამოძიება უდესიანს ბიზნესმენ ემზარ ლიპარტელიანისთვის თავისუფლების აღკვეთის ორგანიზებას და ერთ-ერთ კომპანიაში მისი კუთვნილი წილების იძულებით დათმობას ედავება. თუმცა ადვოკატი ამტკიცებს, რომ სადავო ქონება მისი დაცვის ქვეშ მყოფის საკუთრებაში არასდროს ყოფილა. საქმეში ფიგურირებს გია უდესიანის ახლო ნათესავი ზაზა გუგავაც, რომელსაც დღეს გირაოს სახით 50 000 ლარის გადახდა დააკისრეს. საუბარია 2009 წლის ნოემბერში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც, საგამოძიებო მასალების მიხედვით, ლიპარტელიანი აფთიაქიდან გაიტაცეს და ზაჰესში მიიყვანეს, სადაც უდესიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ერთ-ერთ შპს-ში მისი კუთვნილი წილების სხვა პირზე გადაფორმება მოსთხოვა. 

ნოდარ ჩაჩუა ადევნებდა თვალს სასამართლო პროცესს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან