უდესიანის საქმე
ქონების იძულებით გადაფორმებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ბრალდებული გია უდესიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიება დღევანდელ პროცესზე გადაისინჯა. რაც შეეხება საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულ ზაზა გუგავას, მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ბრალდების მხარე უდესიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას, დაცვა კი აღკვეთის გაუქმებას ითხოვდა. ასევე დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. პროცესზე დაზარალებულ ემზარ ლიპარტელიანის ოჯახის წევრი დაიკითხა. გია უდესიანსა და ზაზა გუგავას უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებას ედავებიან. უდესიანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გუგავას მიმართ კი აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაოა გამოყენებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უდესიანის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა უდესიანის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გია უდესიანის ადვოკატი ფარული აუდიოჩანაწერების საკითხს ეხმაუ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქონების იძულებით გადაფორმების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უდესიანი-ხარძიანის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქონების იძულებით წართმევის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხარძიანის მკვლელობის საქმე - რა მოტივით ადანაშაულებდა ოჯახი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster