ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესაძლო ძალადობის ახალი ფაქტების შესახებ ხდება ცნობილი.
ბოლო დღეებში გახმაურებულ ახალ შემთხვევებზე გამოკითხვები დაიწყო, ძიება გრძელდება ბოლო ხუთ წელიწადში აღძრულ იმ საქმეებზეც, რომლებიც ცოტა ხნის წინ პირველად ომბუდსმენმა გაასაჯაროვა. სახალხო დამცველის აპარატისთვის დაწესებულება ისევ დახურულია. ამ წუთებში ადგილზე სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები მუშაობენ, მოწმდება სალიცენზიო პირობებიც. პანსიონიდან უკვე გამოიყვანეს ექვსი ბავშვი. სპეციალური ჯგუფი ახლა ყველა აღსაზრდელთან ინდივიდუალურად მუშაობს და არკვევს, კიდევ ვის სურს პანსიონიდან წასვლა. არასამთავრობო სექტორი დაწესებულებაში ომბუდსმენის სასწრაფოდ დაშვებას და ბავშვების გამოყვანას ითხოვს. ჩნდება კითხვა - იყო თუ არა წლების განმავლობაში საკმარისი კონტროლის მექანიზმები სახელმწიფოს მხრიდან და რატომ გახდა აღძრული საქმეების შესახებ ცნობილი მხოლოდ სახალხო დამცველისგან, რომელიც ბოლოს დაწესებულებაში 2018 წელს შევიდა, აპრილში კი მონიტორინგის ჩატარებაზე უარი მიიღო. ბოლოს პანსიონი სამი წლის წინ აქვს შემოწმებული ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსაც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.