42° პარალელი - ცენტრალური ევროპა - დაკარგული იდენტობის ძიებაში
პოსტსაბჭოთა სივრცის დაშლის შემდეგ ცენტრალური ევროპის ქვეყნების წინაშე მარტივი და გასაგები ამოცანები იდგა - საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, დასავლური პოლიტიკური ინსტიტუტების იმპორტი, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, დასავლეთ ევროპასთან სოციალური ჩამორჩენის აღმოფხვრა და ევროპული ცხოვრების დონის შესაბამისად ცხოვრება. ყველაფერი ეს დასავლეთში დაბრუნების გენერალური სტრატეგიის ნაწილად განიხილებოდა. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი არსებობის ასი წლის თავზე ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა ამ სტრატეგიული ამოცანების უმრავლესობა პირნათლად შეასრულა. შესაბამისად ე.წ. „ახალი ევროპა“ წარმატებული ვესტერნიზაციის კიდევ ერთ მოდელად გამოცხადდა, რომელსაც რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო ფუნქცია უნდა შეესრულებინა. მიუხედავად ამისა, დღეს ჩანს, რომ რეგიონის ქვეყნების განვითარების ტენდენცია არ ეწერება მოდერნიზაციის და დემოკრატიული ტრანზიციის დასავლურ კონცეფციაში. უნგრეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის ან პოლონეთის ხელისუფლებაში მოდიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც სკეპტიკურად აფასებენ პოსტსოციალისტური განვითარების შედეგებს, აკრიტიკებენ ევროკავშირს და ლიბერალურ იდეოლოგიას, ეჭვქვეშ აყენებენ საკუთარი ქვეყნების განვითარების სტრატეგიულ კურსს. რევაზ ქოიავა მოგითხრობთ ცენტრალური ევროპის ქვეყნების მხრიდან საკუთარი იდენტობის ძიების პროცესის შესახებ. რეზი ქოიავას სიუჟეტი ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
42° პარალელი - გაზსადენ "თურქული ნაკადის" საზღვაო მონაკვეთის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42°პარალელი - სრული გადაცემა 21.04.2021
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42°პარალელი - ცენტრალური ბანკები ციფრული ვალუტის ეპოქაში
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42°პარალელი - სრული გადაცემა 17.03.2021
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42° პარალელი - საპრეზიდენტო დებატები ამერიკაში / ეკონომიკური...
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42° პარალელი - დუელი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42° პარალელი - 42° პარალელი - მომავლის ქალაქი მომავლის გარეშ...
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42° პარალელი - რა გამოწვევების წინაშეა ევროზონა?
პირველი არხი - 42-ე პარალელი