42°პარალელი - სრული გადაცემა 21.04.2021
42° პარალელი - ვაქცინაცია ისრაელში რას დაეფუძნა მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ვაქცინაციის პროცესი ისრაელში და რა ძირითად მიდგომებს მოიაზრებს ის. 42° პარალელი - გლობალური ბრიტანეთის კონცეფცია 2021 წლის 16 მარტს პოსტბრექსიტულმა დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკამ კონცეპტუალური საფუძველი საბოლოოდ მიიღო. ბორის ჯონსონის ხელისუფლებამ 114-გვერდიანი დოკუმენტი - „გლობალური ბრიტანეთი კონკურენციის ეპოქაში: უსაფრთხოების, თავდაცვის, განვითარების და საგარეო პოლიტიკის კომპლექსური მიმოხილვა“ გამოაქვეყნა. მიმოხილვა ცივი ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უდიდეს გადააზრებად წარმოაჩინეს, ხოლო პრემიერ-მინისტრის წინასიტყვაობამ „მიმოხილვის ცენტრალურ მნიშვნელობას კონსერვატორული ხელისუფლების პრიორიტეტებში“ ხაზი გაუსვა. რეზი ქოიავა მოგითხრობთ გლობალური ბრიტანეთის კონცეფციაზე, მასში არსებულ წინააღმდეგობებზე და განხორციელების შესაძლებლობაზე. 42°პარალელი - მიგრაცია - ვინ, სად, რატომ? 2010-12 წლებში, არაბულმა გაზაფხულმა აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ხმელთაშუა ზღვაზე მილიონობით მიგრანტის გადასვლას დაუდო სათავე. უკანასკნელი ათწლეულებში, საერთაშორისო მიგრაცია რეკორდულად იზრდება. ბოლოს, როდესაც მოსახლეობის ამხელა წილი საერთაშორისო მიგრაციაში იყო ჩართული - ჯერ გერმანულმა ტომებმა რომის იმპერია დაანგრიეს, შემდეგ კი - ევროპელმა მიგრანტებმა აფრიკელ მონებთან ერთად ახალ კონტინენტზე ახალი სისტემა - კაპიტალიზმი შექმნეს. სანდრო ცაგარელი საუბრობს - რა იქნება ახლა და რა გველის წინ? გახდება თუ არა ევროპა შავი კონტინენტი? რამდენ სამუშაო ადგილს ართმევს მიგრანტი ადგილობრივს და რა აქცევს ერთ იმიგრანტს წარმატებულად მეორეს კი - წარუმატებლად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/42-paraleli/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/paraleli42/l გამოიწერეთ ჩვენი არხი - / @-42-12 ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი - 42-ე პარალელი-ის სხვა ვიდეოები
42° პარალელი - დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის
42°პარალელი - უსაფრთხოების კრიზისი უკრაინაში
42° პარალელი - რა არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციი...
42° პარალელი - „თუკიდიდეს მახე“ და ამერიკა-ჩინეთის...
42° პარალელი - 5G-ის ეპოქა: „ჰუავეი“ და ჩინეთის ტე...
42° პარალელი - ბაქარ ბერეკაშვილის რუბრიკა დისკურსი...
42 პარალელი - 42° პარალელი - კორონავირუსის ტესტი...
42° პარალელი - მეორე მსოფლიო ომის პოლიტიკური ეკონო...
მსგავსი ვიდეოები
42° პარალელი - სრული გადაცემა - 21.10.2023
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42° პარალელი - სრული გადაცემა - 25.02.2023
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42°პარალელი - სრული გადაცემა 12.05.2021
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42°პარალელი - სრული გადაცემა 09.06.2021
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42°პარალელი - სრული გადაცემა 14.07.2021
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42°პარალელი - სრული გადაცემა 17.03.2021
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42° პარალელი – სრული გადაცემა 20.01.2021
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42°პარალელი - სრული გადაცემა 07.04.2021
პირველი არხი - 42-ე პარალელი