42° პარალელი - ცენტრალური ევროპა - დაკარგული იდენტობის ძიებაში
11/24/2018
პოსტსაბჭოთა სივრცის დაშლის შემდეგ ცენტრალური ევროპის ქვეყნების წინაშე მარტივი და გასაგები ამოცანები იდგა - საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, დასავლური პოლიტიკური ინსტიტუტების იმპორტი, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, დასავლეთ ევროპასთან სოციალური ჩამორჩენის აღმოფხვრა და ევროპული ცხოვრების დონის შესაბამისად ცხოვრება. ყველაფერი ეს დასავლეთში დაბრუნების გენერალური სტრატეგიის ნაწილად განიხილებოდა. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი არსებობის ასი წლის თავზე ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა ამ სტრატეგიული ამოცანების უმრავლესობა პირნათლად შეასრულა. შესაბამისად ე.წ. „ახალი ევროპა“ წარმატებული ვესტერნიზაციის კიდევ ერთ მოდელად გამოცხადდა, რომელსაც რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო ფუნქცია უნდა შეესრულებინა. მიუხედავად ამისა, დღეს ჩანს, რომ რეგიონის ქვეყნების განვითარების ტენდენცია არ ეწერება მოდერნიზაციის და დემოკრატიული ტრანზიციის დასავლურ კონცეფციაში. უნგრეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის ან პოლონეთის ხელისუფლებაში მოდიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც სკეპტიკურად აფასებენ პოსტსოციალისტური განვითარების შედეგებს, აკრიტიკებენ ევროკავშირს და ლიბერალურ იდეოლოგიას, ეჭვქვეშ აყენებენ საკუთარი ქვეყნების განვითარების სტრატეგიულ კურსს. რევაზ ქოიავა მოგითხრობთ ცენტრალური ევროპის ქვეყნების მხრიდან საკუთარი იდენტობის ძიების პროცესის შესახებ. რეზი ქოიავას სიუჟეტი
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.