კორონავირუსმა საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა
კორონავირუსმა კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. გარდაცვლილია 83 წლის მამაკაცი, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილის შემდეგ მკურნალობდა. მას თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა. რაც შეეხება ზოგად სურათს: ახლა საქართველოში ყველაზე მაღალი რისკის ზონა ბოლნისია - ჩაკეტილ რაიონში დღეს „კოვიდ-19“ 12 ადამიანს აღმოაჩნდა. გაფართოვდა თეთრიწყაროს კლასტერიც, სადაც შვიდ დღეში, ანუ ინფიცირების პირველი ფაქტიდან ამ მომენტამდე, უკვე 39 ადამიანია დაავადებული. დღეს ქვეყანაში ინფიცირებულთა სტატისტიკა ჯამში 27-ით გაიზარდა. ბოლნისისა და თეთრიწყაროს გარდა, დღევანდელი პაციენტები მარნეულიდან და სხვადასხვა საკარანტინო სივრციდან არიან, დაუდგენელია რამდენიმე ადამიანის ინფიცირების წყარო. იმატა ტესტირებულ პირთა დღიურმა მაჩვენებელმა. 12 სხვადასხვა ლაბორატორიაში დღეში საშუალოდ 1 000-ზე მეტ საკვლევ მასალას სინჯავენ. გაზრდილი მონაცემები მიზნობრივი ჯგუფების გაფართოებასა და პიკის პერიოდს უკავშირდება, რომელიც ეპიდემიოლოგების გათვლებით, სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა და 23 გარდაცვლილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თუ ექიმი არ რეკავს - კოვიდის დისტანციური მართვის პრობლემები...
Radio Atinati
კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster