ნაეკისა“ და ილიაუნის ერთობლივი პროექტი: „ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად“
02/22/2018
Ilia State University-ის
მიერ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად 1-ლი მარტიდან მისაღები გამოცდების დასრულებამდე აბიტურიენტების #სანდოთანამგზავრი იქნება ახალი რუბრიკით – „ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად“.
პროექტის პრეზენტაცია 22 თებერვალს ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა. პრეზენტაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დაესწრნენ.
პროექტის ფარგლებში 1-ლი მარტიდან, ყოველ ხუთშაბათს, ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის facebook გვერდზე, ასევე ცენტრის ვებგვერდსა და ილიაუნის საგანმანათლებლო პორტალზე www.online.iliauni.edu.ge დაიდება მოკლე, გრაფიკული ვიზუალით გამდიდრებული ვიდეოლექციების სერია. აბიტურიენტები რჩევებსა და რეკომენდაციებს უშუალოდ ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელისგან მიიღებენ. პროექტის ფარგლებში განიხილავენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს, ტესტზე მუშაობის პრინციპებს და სხვ.
რუბრიკა შესაძლებლობას მისცემს აბიტურიენტებს, ზოგადი უნარების გამოცდასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ ტესტის შემქმნელებისაგან მიიღონ.
#სანდოთანამგზავრი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მხარდამჭერი ინიციატივაა, რომელიც პროექტ goNaec-ის ფარგლებში ხორციელდება.