ნაეკისა“ და ილიაუნის ერთობლივი პროექტი აბიტურიენტებისთვის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად 1-ლი მარტიდან მისაღები გამოცდების დასრულებამდე აბიტურიენტების #სანდოთანამგზავრი იქნება ახალი რუბრიკით – „ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად“. პროექტის პრეზენტაცია 22 თებერვალს ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა. პრეზენტაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დაესწრნენ. პროექტის ფარგლებში 1-ლი მარტიდან, ყოველ ხუთშაბათს, ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის facebook გვერდზე, ასევე ცენტრის ვებგვერდსა და ილიაუნის საგანმანათლებლო პორტალზე www.online.iliauni.edu.ge დაიდება მოკლე, გრაფიკული ვიზუალით გამდიდრებული ვიდეოლექციების სერია. აბიტურიენტები რჩევებსა და რეკომენდაციებს უშუალოდ ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელისგან მიიღებენ. პროექტის ფარგლებში განიხილავენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს, ტესტზე მუშაობის პრინციპებს და სხვ. რუბრიკა შესაძლებლობას მისცემს აბიტურიენტებს, ზოგადი უნარების გამოცდასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ ტესტის შემქმნელებისაგან მიიღონ. #სანდოთანამგზავრი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მხარდამჭერი ინიციატივაა, რომელიც პროექტ goNaec-ის ფარგლებში ხორციელდება.
Ilia State University-ის სხვა ვიდეოები
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ,,ილია – მამა"
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „ნიზამი განჯევ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ვაჟა-ფშაველა -...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ”ფაუსტი”- მეორ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ვაჟა-ფშაველას...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „ერთი პოეტის ო...
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „კიდევ ერთხელ...
მსგავსი ვიდეოები
ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად – „ნაეკისა“ და ილიაუნის...
Ilia State University
ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად – „ნაეკისა“ და ილიაუნის...
Ilia State University
ნაეკისა“ და ილიაუნის ერთობლივი პროექტი: „ზოგადი უნარები სოფ...
Ilia State University
ნეკი ნეკისა - ნათია დუმბაძე და ბენდი „გრუვერსი“
TV IMEDI
ნათია დუმბაძისა და მასტერის დუეტი - „ნეკი-ნეკისა“, რომელსაც...
Music Box
მაია ოთიაშვილი - ნეკი-ნეკისა
მაია ოთიაშვილი
მაია ოთიაშვილი ნეკი ნეკისა
Misha Vatsadze
Masteri \u0026 Natia Dumbadze - Neki Nekisa / ნეკი ნეკისა |...
Antidze Music